Belive

"ზურიკო შესანიშნავი მოთამაშეა, ვფიქრობ მას სატრანსფერო ფანჯარაზე წაგვართმევენ" - ბორდოს მწვრთნელი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბორდოს" ქართველ შემტევ ზურიკო დავითაშვილზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ Marca-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომლის შენარჩუნებაც გუნდს ძალიან გაუჭირდება:

ესპანელმა მწვრთნელმა ქართველ ფეხბურთელზე ესპანეთთან ჩატარებულ მატჩამდე ისაუბრა:

ზურიკო დავითაშვილი ძალიან დინამიური მოთამაშეა, მას შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში. არ ვიცი, როგორ ითამაშებს ესპანეთთან, მაგრამ ვილი სანიოლის გუნდი ჩვენთან სათამაშოდ მზადაა. შეტევაში "ნაპოლის" მოთამაშესთან ერთად ისინი შეიძლება საშიშები იყვნენ. ძალიან სწრაფები არიან, სწრაფად ათამაშებენ ბურთს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ დაცვაში პრობლემები ექნებათ, რადგან ბურთის სწრაფად ამოტანა გაუჭირდებათ, ეს შეიძლება იყოს მატჩის გასაღები. ზურიკო დავითაშილი შესანიშნავი ფეხბურთელია, ვფიქრობ მას ამ წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წაგვართმევენ, რადგან ის ძალიან კარგ ევროპის ჩემპიონატს ატარებს. - ალბერტ რიერა - "ბორდოს" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები