ზურიკო დავითაშვილი: "ამ პერიოდში გამარჯვება განსაკუთრებით გვჭირდებოდა"
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ისეთი პერიოდი გვქონდა, როდესაც სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე გავაგრძელებთ", - ციტირებს 20 წლის ფეხბურთელის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.ანგარიში შეხვედრის წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო 82-ეზე გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა