ზურიკო დავითაშვილის შეფასება როდეზის წინააღმდეგ
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურის მატჩში ზურიკო დავითაშვილი "ბორდო" "როდეზს" ესტუმრა და ქართველის გუნდმა ფრედ 2:2 ითამაშა.
ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-18 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს. Sofascore-ის მიხედვით ქართველმა ფეხბურთელმა თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მას Sofascore-მა 7.2 დაუწერა, ხოლო ქართველ ფეხბურთელზე უკეთესი შეფასება მხოლოდ დანილო იგნატენკოს ჰქონდა 7.4. ზურიკო დავითაშვილმა კარში ერთხელ დაარტყა, ერთი დარტყმის მცდელობა კი დაუბლოკეს, შეასრულა 1 დრიბლინგი და წარმატებული იყო. ის ბურთს 28-ჯერ შეეხო, პასების სიზუსტე 20-დან 17 (85%), სათამაშო 5 ორთაბრძოლიდან 2-ში გამარჯვებული დარჩა.