ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა | Sofascore
საფრანგეთის ლიგა 2-ის 23-ე ტურის შეხვედრაში სენტ-ეტიენმა გინგამი 2:1 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და თავის გუნდს მოაგებინა, ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა, ჯერ მე-10 წუთზე პენალტის ნიშნულიდან, ხოლო მე-14 წუთზე თავური დარტყმით გაიტანა. ზურიკომ ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და Sofascore-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
სრულად, სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: მამადუ დიუპი (გრენობლი) - 10
მცველები: დონატიან გომისი (გინგამი) - 8.6, ფრანსუა ლაჟუგიე (ანესი) - 8.2, აბდულ კონე (რეიმსი) - 8.2
ნახევარმცველები: ანჯე ტია (რეიმსი) - 7.7, ანტო სეკონგო (დიუნკერკი) - 9.3, ნიკოლას პაისი (მონპელიე) - 8.3, ზურიკო დავითაშვილი - (სენტ-ეტიენი) - 8.1
შემტევები: ამინე ელ ფარისი (ბულონი) - 8.1, ირვინ კარდონა (სენტ-ეტიენი) - 8.0, ალექსანდრ მენდი (მონპელიე) - 8.5
სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ის ცხრილში 40 ქულით მე-3 ადგილზეა (12 მოგება, 4 ფრე, 7 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 21 თებერვალს, ლავალის წინააღმდეგ გამართავს.
ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 11 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.