ზინედინ ზიდანი ახალი სეზონიდან ისევ მწვრთნელად მოგვევლინება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია, უკვე მუშაობს ზინედინ ზიდანის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე. ადგილობრივი გამოცემის L'Equipe-ს ინფორმაციით საფრანგეთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ დიალო ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს მომავალში წარადგენს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებს ამჟამინდელი სპეციალისტი დიდიე დეშამი გაიყვანს.
წყაროს ცნობით, ფედერაცია უკვე განიხილავს ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო შტაბს და გაოფიციალურებამდე ძალიან ცოტაა დარჩენილი.
ნოემბერში ფილიპ დიალომ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთი დიდიე დეშამმა გაიყვანოს, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - არქივი:
მომავალში ყველაფერს ვნახავთ. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ისეთი რასაც ხალხი არ ელოდება. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო კარიერით, მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა ფრანგული ფეხბურთისთვის, როგორც მოთამაშემ, ასევე მწვრთნელმა. ერთი რამ უნდა ვთქვათ, ახლა ჩვენ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით - ფილიპ დიალო - საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
Malgré la volonté du président de Philippe Diallo d'attendre la fin de la Coupe du monde pour annoncer le nouveau sélectionneur, la Fédération travaille déjà autour d'une arrivée possible de Zinédine Zidane, en discutant notamment de son futur staff.
— L'Équipe (@lequipe) January 16, 2026
➡️ https://t.co/SiMDxwnM36 pic.twitter.com/UAtyvKYWkY