Belive

ზიდანმა გარეთ ბეილზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვალიადოლიდთან" გასამართ მატჩამდე ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც უელსელ ფეხბურთელზე ისაუბრა. "ჩვენ ყველას გვინდა რომ გარეთი მალე დაბრუნდეს. ამ მომენტში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორც მისთვის ასევე ჩემთვის.  ბეილს ტერფი აქვს დაზიანებული და თავს მენტალურად საკმაოდ ცუდად გრძნობს. ვიმედოვნებ, რომ "ვალიადოლიდთან" თამაშის შემდეგ, უელსელი აუცილებლად დაბრუნდება. მე ყოველთვის ვნერვიულობ და განვიცდი, როდესაც ჩემი ფეხბურთელი ტრავმირებულია. ბეილს ძალიან უნდა, რომ მალე დაბრუნდეს და ჩადგეს სასურველ კონდიციაში. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ გარეთს ტერფი აღარ აწუხებდეს. .

სხვა სტატიები