ზიდანი მესიზე: "მას ასჯერ მივცემდი ხმას"
ზინედინ ზიდანმა 2026 წლის ოქრის ბურთისთვის ბრძოლაში, ლეო მესის მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ვეტერანი ფეხბურთელი კვლავაც ყველასგან გამორჩეულია. ფრანგმა ლეგენდამ ხაზი გაუსვა არგენტინელის საოცარ გამძლეობას და საფეხბურთო სცენაზე, მის გადამწყვეტ გავლენას. ზიდანის თქმით, მისთვის, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ დებატები უკვე დასრულებულია.
მესიმ 2026 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში ადგილი მას შემდეგ დაიმსახურა, რაც მიმდინარე სეზონში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, გამორჩეული სეზონი ჩაატარა. 39 წლის ფეხბურთელმა, 49 მატჩში, 45 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც, ინტერ მაიამის MLS-ის ტიტულის მოგებაში ძალიან დაეხმარა. მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კი 8 გოლი გაიტანა და არგენტინის ნაკრებს ფინალში გასვლაში დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ "ალბისელსტე" გადამწყვეტ მატჩში, ესპანეთთან დამარცხდა.
ზიდანი მიიჩნევს, რომ საფეხბურთო სამყაროში ხშირად, სათანადოდ ვერ აფასებენ იმას, თუ რამდენად რთულია კარიერის დასასრულს, კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშო. მადრიდის რეალის ყოფილმა მწვრთნელმა, მესის თაობაზე, Marca-სთან ისაუბრა.
მესის ასჯერ მივცემდი ხმას. ვფიქრობ, ხალხს ნამდვილად არ ესმის, რამდენად საოცარია, რომ 39 წლის ასაკშიც კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ხარ. არ გამიკვირდება, თუ მესის ეს ჯილდო გადაეცემა. თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ასეთი ადამიანი საფეხბურთო სამყაროს არ ეკუთვნის. - ზინედინ ზიდანი
მესის ოქროს ბურთი, ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ აქვს მოგებული. 2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021 და 2023 წლებში. ჯამში კი, ოქროს ბურთზე, 17-ჯერ იყო ნომინირებული.
🚨🎙️ France Head Coach Zinedine Zidane on Lionel Messi being nominated for the Ballon d’Or:
— BigMoh jr (@BiggestMohhh) September 8, 2026
“I think people really don’t understand how crazy it is to still be among the best players in the world at 39. At that age, many footballers’ time is already gone. Honestly, I don’t even… pic.twitter.com/wWHQsyK5An