Belive

ჟოზე მოურინიომ ევრო 2020-ის ფავორიტი დაასახელა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
23 ივნისს, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართება. მათ შორის, არამხოლოდ დღისა თუ ტურის, მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება შედგება: პორტუგალია - საფრანგეთი. წინა გათამაშების ფინალის განმეორების წინ გამოცდილმა სპეციალისტმა და "რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პროგნოზი გააკეთა და ტურნირის ფავორიტიც დაასახელა.
"ჩემთვის საფრანგეთი კვლავ ფავორიტია ამ ევროპის ჩემპიონატზე. ცუდი შედეგი უნგრეთის წინააღმდეგ ბუდაპეშტის სრულად სავსე სტადიონზე არ ცვლის არაფერს.  მაგრამ მე მაწუხებს პორტუგალია. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ან ფრედ ვითამაშოთ, მაგრამ საფრანგეთს მეტი ძალა აქვს და დიახ, მე ვღელავ. თუ პორტუგალია წააგებს და ჯგუფურ ეტაპს მხოლოდ სამი ქულით დაასრულებს, მაშინ კალკულატორების მოძიება მოგვიწევს", - თქვა "განსაკუთრებულმა".
პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს 23 ივნისს, ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე" შედგება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები