ჟორჟე ჟეზუში: ,,თუ გვარდიოლა შემცვლის, მან უნდა იამაყოს და არა - მე''
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჟორჟე ჟეზუშმა დაადასტურა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ალ ნასრს დატოვებს. Sport TV-სთან საუბრისას71 წლის მწვრთნელმა პორტუგალიაში დაბრუნება გამორიცხა და თქვა, რომ კარიერის გასაგრძელებლად თურქეთი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია:
,,ასეთ გადამწყვეტ მატჩებში, პირველ წუთებზე ყოველთვის არის ხოლმე მცირე ნერვიულობა. თუმცა, გუნდი ნელ-ნელა გაიხსნა, ჩვენი მეტოქე კი ძალიან ჩაიკეტა.
ალ ნასრში მუშაობა ვიცოდი, რომ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთული გამოწვევა იყო. ეს ჩემპიონატი რომ მოგვეგო, ჩვენს მეტოქეებზე ბევრად უკეთესები უნდა ვყოფილიყავით. რონალდუს ვუთხარი: ,,დაგეხმარები ჩემპიონი გახდე, მერე კი ჩემს გზას გავუდგები.''
ჟორჟე ჟეზუშის ეფექტი საუდის არაბეთში? მხოლოდ საუდის არაბეთში არა. მოგებული მაქვს პორტუგალიაში, ბრაზილიაში, ალ ჰილალში... ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჩემპიონი ვერ გავხდი, თურქეთი იყო... შესაძლოა, ფენერბაჰჩეში ისტორია დასასრულებელი მაქვს. ერთ-ერთმა მხარემ ინტერესი უკვე გამოხატა. მხოლოდ ფენერბაჰჩედან არა. თურქეთში სამი დიდი გუნდია: ფენერბაჰჩე, გალათასარაი და ბეშიქთაში. ამ სამიდან ორისგან მაქვს წინადადება. მეორე გუნდის ვინაობა ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება...
რონალდუ? მას ფეხბურთის მიმართ უდიდესი ვნება აქვს. ვუთხარი, რომ ამ პროექტს მხოლოდ მის გამო ვთანხმდებოდი. საუბრისთვის ბევრი დრო ჯერ კიდევ არ გვქონია, ისიც დაღლილია და მეც. მე პორტუგალიაში მივდივარ, ის - ნაკრებში. - ჟორჟე ჟეზუში
პორტუგალიელ სპეციალისტს ჟურნალისტმა ალ ნასრში გვარდიოლას შესაძლო დანიშვნაზე ჰკითხა:
გუშინ ითქვა, რომ თქვენი შემცვლელი აქ, შესაძლოა, გვარდიოლა იყოს. თუ თქვენ გვარდიოლათი ჩაგანაცვლებენ, ეს სიამაყის საფუძველი იქნება?
კითხვაზე ჟეზუშმა უპასუხა:
არა, რატომ? ეს მას უნდა ეამაყებოდეს თუ შემცვლის და არა - მე...
JJ nunca desilude 🤣#sporttvportugal #SAUDInaSPORTTV #LigaSaudita #AlNassr pic.twitter.com/Vt70t3UWzH
— sport tv (@sporttvportugal) May 21, 2026