Belive

ჟოაუ კანსელუ გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს "ბარსელონას" პორტუგალიელ მცველს ჟოაუ კანსელუს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. როგორც ცნობილი გახდა კანსელუს მარცხენა მუხლზე ტრავმა აქვს. ჯერჯერობით, მედიკოსები ზუსტად თარიღს ვერ ასახელებენ თუ როდის შეძლებს პორტუგალიელი მოედანზე დაბრუნებას. აღნიშნულ ინფორმაციას თავად კლუბიც ადასტურებს. მათი თქმით, ფეხბურთელის საქმეში დაბრუნება აღდგენით პროცესზე არის დამოკიდებული.

გუშინდელ შეხვედრაში "ლას პალმასთან" კანსელუ ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა, მე-11 წუთზე ფეხი ასტკივდა და მოედანი დატოვა.

კატალონიაში გადასვლის შემდეგ, ჟოაუმ "ბალუგრანას" მაისური 22-ჯერ მოირგო და 3 გოლთან ერთად ორი ასისტიც გაიფორმა.

"ბარსელონამ" "ლას პალმასთან" 3 ქულის მოპოვება ბოლო წუთზე შეძლო. 93-ე წუთზე გუნდოგანმა თერთმეტმეტრიანი გოლად გარდასახა და თავის გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა. "ბარსელონა" ლა ლიგაში 41 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "რეალს" 7 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები