Belive

ჟირუს სახლიდან ნახევარი მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ფრანგ თავდამსხმელს, ოლივიე ჟირუს, დაახლოებით 500 000 დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს მას შემდეგ, რაც ქურდები მის სახლში შეიჭრნენ.

ჟირუ ამჟამად აშშ-ის Los Angeles FC (LAFC)-ში თამაშობს, ფეხბურთელი "მილანიდან" გასულ წელს წავიდა და ის ლოს ანჯელესში მეუღლესთან, ჯენიფერთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს.

TMZ-ის ცნობით, ჟირუს სახლი ამ თვის დასაწყისში გატეხეს და რამდენიმე ნივთი წაიღეს. ჟირუს მეუღლემ ქურდობის შესახებ პოლიციას 5 თებერვალს შეატყობინა, მას შემდეგ რაც შენობაში გატეხილი ფანჯარა აღმოაჩინა. პოლიციის ცნობით, მოიპარეს 400 000 ფუნტის ღირებულების ნივთები, მათ შორის მამაკაცის 10 საათი. ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტს ჯერ არავინ დაუკავებია, მაგრამ გამოძიება გრძელდება.

სხვა სტატიები