Belive

ჟირუ: ,,ბავშვობაში კარში ჩადგომა მიყვარდა და ამიტომ ამირჩიეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, ,,ჯენოასთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მაიკ მენიოს გაძევების გამო, რამდენიმე წუთით კარში ჩადგომა მოუწია:

,,ასეთი მომენტი არასდროს არ განმიცდია. ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ, ბოლომდე ვიბრძოლეთ.

კარგი სეივი შევასრულე, მეკარის მოძრაობები არ მაქვს, მაგრამ ხაზზე დარჩენას გამოსვლა ვამჯობინე. ასევე, გამიმართლა, რომ ჯარიმის ეპიზოდში ბურთი ხარიხას მოხვდა. ბავშვობაში კარში ჩადგომა მიყვარდა და ამიტომ ამირჩიეს.

მენიოს მაისური? ვინახავ, ჩარჩოში ჩავსვამ.'' - ოლივიე ჟირუ

სერია A-ს მე-8 ტურში ,,მილანმა'' ,,ჯენოას'' სტუმრად კრისტიან პულიშიჩის გოლით მოუგო.

8 ტურის შემდეგ პიოლის გუნდს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

სხვა სტატიები