ზეედორფის შვილმა მილანის ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელის, კლარენს ზეედორფის შვილი, დენზელ ზეედორფი ,,მილანის'' ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
17 წლის ფეხბურთელი ,,როსონერის'' 18-წლამდელთა გუნდის წევრია, თუმცა ,,ლაციოსთან'' მომავალი შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს, რადგან ,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, პირველ გუნდში სავარჯიშოდ მიიწვია.
დენზელი 2007 წლის 25 მაისს, ,,მილანსა'' და ,,ლივერპულს'' შორსი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩამდე 2 დღით ადრე დაიბადა. პოზიციით ცენტრალურმა ნახევარმცველმა ,,როსონერის'' აკადემიაში თამაში 12 წლის ასაკში დაიწყო.
Denzel, the son of Clarence Seedorf, joined Fonseca’s first team for a training session. pic.twitter.com/6qhrE8ksKy
— Milan Posts (@MilanPosts) December 23, 2024