უკვე ტრადიციად და ბუნებრივ მოვლენად ქცეული ფაქტი კვლავ დაფიქსირდა - ტურინის "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია.
სერია A-ს 36-ე ტურში, "ბებერმა ქალბატონმა", შინ, კრიშტიანუ რონალდუსა და ფედერიკო ბერნარდესკის გოლების მეშვეობით, "სამპდორიას" 2:0 აჯობა, 83 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევრების, "ინტერის", "ლაციოსა" და "ატალანტასთვის" მიუწვდომელი გახდა.
"ბიანკონერიმ" სკუდეტო ზედიზედ მეცხრედ, გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ისტორიაში კი 36-ედ მოიგო.