Belive

ზაარბრიუკენმა გერმანიის თასიდან ბაიერნის შემდეგ აინტრახტიც გააგდო

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის თასზე ,,ზაარბრიუკენის'' შთამბეჭდავი თამაში გრძელდება - ,,ბაიერნთან'' გამარჯვების შემდეგ, გუნდმა მერვედფინალში ,,აინტრახტს'' უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

რანგით მე-3 ლიგის წარმომადგენლებმა მატჩში ანგარიში 64-ე წუთზე, კაი ბრუნკერის გოლით გახსნეს. 78-ე წუთზე კი ლუკა კერბერმა მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით ,,ზაარბრიუკენი'' გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე 10 დეკემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.

თასის მეოთხედფინალში ბუნდესლიგიდან მხოლოდ 3 გუნდი იასპარეზებს.

ტურნირის მეოთხედფინალისტები:

  • ლევერკუზენი

  • გლადბახი

  • შტუტგარტი

  • ჰერტა

  • ფორტუნა დიუსელდორფი

  • სანკტ პაული

  • კაიზერსლაუტერნი

  • ზაარბრიუკენი

სხვა სტატიები