Belive

ყველაზე სწრაფი გოლი სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიელმა, კრისტოფ ბაუმგარტნერმა, საერთაშორისო ფეხბურთში, ყველაზე სწრაფი გოლის ახალი რეკორდი დაამყარა. მან გოლი მხოლოდ მეექვსე წამზე, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ, ამხანაგურ მატჩში გაიტანა.

24 წლის ნახევარმცველმა, სპრინტი მოედნის ცენტრიდან დაიწყო, სამი მოწინააღმდეგის ჩამოცილება მოახერხა და საჯარიმოს გარედან, მარცხენა შორეულ, დაბალ კუთხეში გაიტანა. ბაუმგარტნერის გოლმა, 2013 წელს, გერმანიის ნაკრების მიერ, ეკვადორის წინააღმდეგ გატანილი გოლის დროს აჯობა, მაშინ ლუკას პოდოლსკიმ, ეკვადორს მე-7 წამზე გაუტანა.