Belive

"ყველაფერი კარგი, რაც დღეს უოტფორდის ირგვლივ ხდება ჩაკვეტაძისგან მოდის" - უოტფორდის ქომაგი

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "სანდერლენდს" დაუპირისპირდება. "შავი კატების" ქომაგებმა Opta Analyst-ის უფროს რედაქტორსა და "უოტფორდის" ფანს, მეტ ფურნისს თხოვეს, რომ თავისი საყვარელი გუნდის ის 5 ფეხბურთელი დაესახელებინა, რომლებისთვისაც თვალი აუცილებლად უნდა მიედევნებინათ. მეტმა პირველი გიორგი ჩაკვეტაძე ახსენა და მის განსაკუთრებულ ნიჭსაც გაუსვა ხაზი:

ჩემპიონშიპის ერთ-ერთი უნიჭიერესი მოთამაშის, ჩაკვეტაძის თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა. თავდაპირველად იგი საქართველოში მისი თაობის ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ იყო ბევრი უიღბლობა, ტრავმები და რამდენიმე ისეთი ტრანსფერი, რომელმაც ვერ გაამართლა. ამ დროს ნაკრებში კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა.

ისევე, როგორც კვარაცხელია, ბურთის კონტროლით ჩაკვეტაძეც გამორჩეულია, ბოლო 12 თვის განმავლობაში მან თავისი ფიზიკური მონაცემები გაიუმჯობესა, ამიტომ სპრინტში არცერთი მეტოქისთვის არ არის მარტივი მის წინააღმდეგ თამაში.

ყველაფერი კარგი, რაც დღეს "უოტფორდის" ირგვლივ ხდება მისგან მოდის, ის ნამდვილად არის ფანების ფავორიტი. ჩვენ სანამ გიორგი გამოჩნდებოდა ბოლო წლებში რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი დავკარგეთ (მე ჯერ კიდევ მენატრება ჟოაო პედრო) და ჩაკვეტაძე უდავოდ იქნება შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც დიდ კლუბში წასვლით გულს დაგვწყვეტს. - მეტ ფურნისი - Opta Analyst-ის უფროსი რედაქტორი და უოტფორდის ფანი

გიორგი ჩაკვეტაძის გარდა მეტის სიაში მოხვდნენ: მეტიუ პოლოკი, რაიან ენდრიუსი, მუსა სისოკო და კვადვო ბააჰი.

"უოტფორდი" "სანდერლდენს" დღეს 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები