ვოლფსბურგმა ნიკო კოვაჩი გუნდიდან გაუშვა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ვოლფსბურგმა" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გუნდიდან გაუშვა.
გუნდმა საშინელი შედეგები დააფიქსირა და გათავისუფლების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. "ვოლფსბურგს" 2024 წელს თამაში არ მოუგია, კონკრეტულად კი გუნდმა ბოლო 11 დაპირისპირებიდან 5-ჯერ წააგო და 6-ჯერ ფრე ითამაშა. კლუბს ასევე დატოვებს მთლიანად სამწვრთნელო შტაბი.
გუნდის მმართველმა დირექტორმა მარსელ შეფერმა ნიკო კოვაჩის გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა:
აუგსბურგთან მარცხის შემდეგ, თამაშის და საერთო სიტუაციის გაანალიზების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევწყვიტოთ ჩვენი თანამშრომლობა. ვწუხვართ მოვლენების ასეთ განვითარებაზე და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გუნდს ახალი იმპულსი მივცეთ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. - მარსელ შეფერი - "ვოლფსბურგის" მმართველი დირექტორი
"ვოლფსბურგი" ამ დროისთვის ცხრილში 18 გუნდიდან მე-14 ადგილზეა.