ვლაჰოვიჩი, ჰოლანდი - 6 ტრანსფერი, რომელიც მანჩესტერის ბორდმა დაბლოკა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ისტორიული და ტიტულოვანი ინგლისური კლუბისგან, გულშემატკივრები ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური "ოცნებების თეატრში" არაერთმა სახელოვანმა ვარსკვლავმა მოირგო - თუმცა, კლუბის მმართველმა ბორდმა 6 ვარსკვლავის ტრანსფერი დაბლოკა, რომელთა შეძენა რალფ რანგნიკს სურდა.
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რალფ რანგნიკს "მანჩესტერ იუნაიტედში" ისეთი სახელოვანი ვარსკვლავების მიყვანა სურდა, როგორიცაა: იოშკო გვარდიოლი, კრისტოფერ ნკუნკუ, ალვარო მორატა, დუშან ვლაჰოვიჩი, ლუის დიაზი და ერლინგ ჰოლანდი.