Belive

"ვლადიმირ პუტინის სახელის სკანდირება" - თურქი ფანების სამარცხვინო საქციელი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "ფენერბახჩესა" და "დინამო კიევის" დაპირისპირება შედგა. სტამბოლში გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებითი ტაიმის მიწურულს (114 წუთი) "დინამო კიევმა" მეორე გოლი გაიტანა და ორი შეხვედრის ჯამში მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. სტამბოლში გამართული დაპირისპირება საკმაოდ უხეში გამოდგა - მთავარმა არბიტრმა მოთამაშეებს 13 ყვითელი ბარათი უჩვენა. დაძაბულ ფონს, სტადიონის გადაჭედილი ტრიბუნებიც ქმნიდა. თურქმა გულშემატკივრებმა, რომლებიც ტრადიციულად აგრესიულობით გამოირჩევიან, გამონაკლისი არც "დინამო კიევის" წინააღმდეგ დაუშვეს. 114-ე წუთზე, "დინამო კიევის" მიერ გატანილ გოლს, ტრიბუნების მხრიდან ვლადიმირ პუტინის სახელის სკანდირება მოჰყვა. თურქი ფანების სამარცხვინო საქციელს სოციალურ ქსელებში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ უკრაინელი ფეხბურთელების წინააღმდეგ, თურქი ფანები ვლადიმირ პუტინის სახელს სკანდირებენ.

მომხდარს თურქეთში უკრაინის ელჩიც გამოეხმაურა. ვასილ ბონდარმა Facebook-ზე განთავსებულ პოსტში, მადლობა გადაუხადა ყველა იმ თურქ მოქალაქეს, რომელმაც "ფენერბახჩეს" ფანების სამსარცხვინო საქციელი დაგმო. ელჩმა ასევე დასძინა, რომ საფეხბურთო მატჩის დროს გულშემატკივართა მღელვარება და ემოციები გასაგებია, მაგრამ, "რუსი მკვლელისა და აგრესორის მხარდაჭერის სიტყვებს" უკრაინელი ხალხი ვერასდროს გაიგებს.

სხვა სტატიები