Belive

ვიტინია: ,,ლუის ენრიკემ გუნდს ადამიანურ დონეზე ბევრი რამ შესძინა''

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველმა, ვიტინიამ, განაცხადა, რომ ფრანგულ კლუბში თავს ძალიან კარგად გრძნობს. პორტუგალიელმა გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ლუის ენრიკეზეც ისაუბრა:

,,პარიზი მიყვარს და აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. როგორ შეიძლება ეს საოცარი ქალაქი არ გიყვარდეს?

ამ პროექტის ფანი ვარ. ჩვენი სიძლიერე გუნდურობაა. უკვე ბევრი ვარსკვლავი გვყავდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოვახერხეთ, ამ გზით კი ვფიქრობ, რომ მიზნის მიღწევას შევძლებთ.

ლუის ენრიკე? მან გუნდს ადამიანურ დონეზე ბევრი რამ შესძინა. ის, როგორც მეგობარს, ისე გელაპარაკება, საშუალებას გაძლევს, რომ თავი მშვიდად იგრძნო. გეუბნება იმას, რასაც ფიქრობს, მაშინაც კი თუ ეს არ მოგწონს. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.'' - ვიტინია

მიმდინარე სეზონში ვიტინიას ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები