,,ლივერპულის'' მცველს, ვირჯილ ვან დაიკს, რიო ფერდინანდმა BT Sport-ის ეთერში ოცნების ხუთეულის დასახელება სთხოვა.
ნიდერლანდელმა სიმბოლურ გუნდში მეკარედ მისი თანაგუნდელი, ალისონ ბეკერი აირჩია, მცველად საკუთარი თავი დააყენა, ნახევარმცველად - კევინ დე ბრუინე, თავდამსხმელებად კი - კილიან მბაპე და კარიმ ბენზემა.
ამავე გადაცემაში ვირჯილმა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მცველად რიო ფერდინანდი დაასახელა და ხუთეულში, ასევე, კომპანი, სტამი, ტერი და ჰიიპია შეიყვანა.
მიმდინარე სეზონში ვან დაიკის ანგარიშზე ,,ლივერპულის” მაისურით ჩატარებულ 50 მატჩში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.