ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის ისტორიაში შევიდა
24 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა - ვიქტორ ოსიმენმა, მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა, რომლითაც "ნაპოლის" ისტორიაში შევიდა.
სერია A-ს მე-6 ტურში "ნაპოლიმ" შინ "უდინეზე" 4:1 გაანადგურა. მატჩი მეორე გოლის ავტორი ვიქტორ ოსიმენი იყო, რომელმაც უდინელთა კარი ზედიზედ მეხუთე თამაშში აიღო და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
კერძოდ, ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი და იგივე კლუბს, კერძოდ კი "უდინეზეს" ზედიზედ 5 მატჩში გაუტანა და ხუთივე მატჩი მისი კლუბის გამარჯვებით დასრულდა.
აქამდე ეს შედეგი დაფიქსირებული მხოლოდ ლორენცო ინსინიესა და გონსალო იგუაინს ჰქონდათ.
განვლილი 6 ტურის შემდეგ, სერია A-ს მოქმედი ბომბარდირის ანგარიშზე 4 გატანილი გოლია.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" შემდეგ ტურში "ლეჩეს" ესტუმრება. მატჩი 30 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე შედგება.