Belive

ვინიციუსი: "აზარის გადმოსვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გამიჭირდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" შემტევი, ვინიციუს ჟუნიორი თავის მომავალზე საუბრობს. ახალგაზრდა ბრაზილიელი აცნობიერებს, რომ ედენ აზარის გუნდში მოსვლის შემდეგ მისი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსები მცირდება.
"აზარის გადმოსვლა მე საქმეს გამირთულებს, თუმცა ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ყველაფერი ზიდანზე არის დამოკიდებული" - განაცხადა ვინიციუსმა.
ბრაზილიელმა შემტევმა მის პროგრესზეც ისაუბრა.
"ჩემი პროგრესი თვალსაჩინოა. როდესაც მადრიდში მოვედი, განსხვავებული მოთამაშე ვიყავი. ბევრი ვისწავლე. ტაქტიკურად უფრო დავიხვეწე და ბურთით ყოფნის დროს თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ" - აღნიშნა ბრაზილიელმა.
ვინიციუსის თქმით, ვარჯიშებზე ყველაზე მეტს სერხიო რამოსი და კარიმ ბენზემა შრომობენ.

სხვა სტატიები