ვინისიუსმა ჟოზე მოურინიოს სახით, შესაძლოა საუკეთესო მოკავშირე იპოვა
ჟოზე მოურინიო ვინისიუსს განსაკუთრებით იცავს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ესპანიოლთან მატჩის შემდეგ, ბრაზილიელის მიმართ, მეტოქეებისა და შეხვედრის ოფიციალური პირების დამოკიდებულება მკაცრად გააკრიტიკა. სოსიედადთან მოახლოებული საშინაო მატჩის წინ, "განსაკუთრებულმა" ყურადღება გაამახვილა ესპანიოლთან შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდზე, როდესაც ბრაზილიელის წინააღმდეგ იუხეშეს, თუმცა ამ ეპიზოდში, არავის დასჯილა.
მოურინიომ ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ვინისიუსი რეალისთვის და როგორ შეუძლია საკუთარ გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმაროს. ვინისიუსის გარშემო, ამ ზაფხულს, ბევრი სატრანსფერო ჭორი გავრცელდა. ბრაზილიელს არსენალს უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, 26 წლის ფეხბურთელმა, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი კიდევ ექვსი წლით გაახანგრძლივა.
როგორც ესპანური გამოცემა Marca წერს, მოურინიომ, საკუთარ ფეხბურთელს, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ბრაზილიელს, პირადად უთხრა, რომ კრიტიკისგან დაიცავს. პორტუგალიელი სპეციალისტი არ მორიდებია იმ გამუდმებულ ჯარიმებსა და უხეშ ორთაბრძოლებზე საუბარს, რომლებშიც "ბლანკოსის" ფეხბურთელი ხშირად ხვდებოდა. გამოცდილმა სპეციალისტმა, აღნიშნული ქმედება ბავშვების ქცევას შეადარა და აღნიშნა, რომ თუ ფეხბურთელები, წესების დარღვევისთვის, შენიშვნას არ იღებენ, ეს ხელს აძლევს მეტოქეს, უფრო აგრესიულად ითამაშოს.
ეს ბავშვური ქცევაა. პატარა ბავშვები იქამდე მიდიან, სადამდეც ამის უფლებას მიცემ. ფეხბურთელის შემთხვევაშიც იგივე ხდება. - განუცხადა მოურინიომ ჟურნალისტებს
ვინისიუსი თავის საუკეთესო თამაშს მაშინ აჩვენებს, როდესაც ის თავდაჯერებულია, ფეხბურთით სიამოვნებას იღებს და გუნდის, განსაკუთრებით კი მწვრთნელის მხარდაჭერას გრძნობს. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, სწორედ ასეთი პირობების შექმნას ცდილობს მოურინიო.
🚨 José Mourinho 🇵🇹 : « VINICIUS JR 🇧🇷 REÇOIT UN TRAITEMENT TRÈS DIFFÉRENT DE LA PART DES ARBITRES. 😱
— Actu Foot (@ActuFoot_) August 25, 2026
Quand les joueurs savent qu’ils peuvent se permettre D’INSULTER ET D’INTIMIDER Vini sans recevoir le moindre carton, même après 10 fautes, alors ILS REPOUSSENT FORCÉMENT CETTE… pic.twitter.com/IoFE6kzJUH