Belive

ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე მესის რეკორდი გაიმეორა

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის თასი ისტორიაში მე-15-ედ მოიგო და ამ მხრივ უკონკურენტოა, უახლოეს მდევარს "მილანს" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 7-ჯერ აქვს მოპოვებული.

"დორტმუნდთან" ფინალში გამარჯვების შემოქმედები დანი კარვახალი და ვინისიუს ჟუნიორი იყვნენ, რომლებმაც მეორე ტაიმში გაიტანეს გოლები და რეალმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, რაც რეალურად არ ასახავდა მოედანზე არსებულ სიტუაციას, დორტმუნდი აშკარად უკეთესი იყო და რეალური საგოლე შანსებიც ჰქონდათ, მაშინ, როცა რეალს კარის ჩარჩოში არ დაურტყამს.

მეორე ტაიმში რეალი სახეცვლილი და გაცილებით ძლიერი დაბრუნდა, ვინისიუსმა კარვახალის გოლის შემდეგ მეორეც გაიტანა და ინტრიგა მოკლა, მან გოლის გატანა ზედიზედ მეორე ფინალში მოახერხა. 2021-2022 წლების ფინალში მადრიდელებმა "ლივერპულს" სწორედ ვინისიუსის გოლით მოუგეს.

ოქროს ბურთის პრეტენდენტმა, 24 წლის ასაკამდე, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპზე 22 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა - 11 გოლით და 11 საგოლე გადაცემით. ერთადერთი სხვა ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც იგივეს მიაღწია, არის მესი - რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეუერთდება ექსკლუზიურ კლუბს. წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა რეალისვისაც სარეკორდო იყო, რადგან მათ მთელი ტურნირი წაგების გარეშე გაიარეს.

სხვა სტატიები