დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა გაიმართა.
ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელების, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი" 1/16-ფინალში "რომას" შეხვდება.
კენჭისყრამდე ბელგიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა ფეხბურთელები გამოკითხა, თუ ვინ სურდათ მათ მომავალ მეტოქედ. გიორგი ჩაკვეტაძის პასუხი სწორედ "რომა" იყო.