ვინ გახდება წლის საუკეთესო - UEFA-მ ნომინაციები გამოაქვეყნა
1 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
UEFA-მ წლის საუკეთესო მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ნომინაცია გამოაქვეყნა. საუკეთესოები 31 აგვისტოს, UEFA-ს დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან.
წლის საუკეთესო ფეხბურთელები
წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის: კევინ დე ბრუინე ("სიტი"); ლიონელ მესი ("პსჟ") და ერლინგ ჰოლანდი ("სიტი") იბრძოლებენ.
დანარჩენი პოზიციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 4 ადგილი - ილქაი გიუნდოგანი (129 ქულა)
- 5 ადგილი - როდრი (110 ქულა)
- 6 ადგილი - კილიან მბაპე (82 ქულა)
- 7 ადგილი - ლუკა მოდრიჩი (33 ქულა)
- 8 ადგილი - მარსელო ბროზოვიჩი (20 ქულა)
- 9 ადგილი - დეკლან რაისი (14 ქულა)
- 10 ადგილი - ალექსის მაკ ალისტერი (12 ქულა)
- 11 ადგილი - ხესუს ნავასი (6 ქულა).
წლის საუკეთესო მწვრთნელები
წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის: პეპ გუარდიოლა ("სიტი"); სიმონე ინძაგი ("ინტერი") და ლუჩიანო სპალეტი ("ნაპოლი") იბრძოლებენ.
დანარჩენი პოზიციები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 4 ადგილი - რობერტო დე ძერბი (70 ქულა)
- 5 ადგილი - მიკელ არტეტა (67 ქულა)
- 6 ადგილი - ზლატკო დალიჩი (49 ქულა)
- 7 ადგილი - ხოსე ლუის მენდილიბარი (28 ქულა)
- 8 ადგილი - დიდიე დეშამი (26 ქულა)
- 9 ადგილი - დავიდ მოიესი (22 ქულა)
- 10 ადგილი - ფრანკ ჰაისე (11 ქულა)
UEFA-ს დაჯილდოებას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, 31 აგვისტოს უმასპინძლებს.