ვინ დაასახელა მესიმ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად?
ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის (U21) ჯილდო, რომელიც რაიმონ კოპას სახელობისაა, ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას შემტევს, ლამინე იამალს გადაეცა.
გამარჯვებულს, ჟურნალისტებთან ერთად, ავლენენ ოქროს ბურთის მფლობელები, რომლებიც ქულებს სამ ფეხბურთელზე ანაწილებენ.
წელს გამოკითხვაში მონაწილეობა ოქროს ბურთის 27-მა მფლობელმა მიიღო, რომელთაგან 24-მა, მათ შორის ლეო მესიმ, პირველ ადგილზე ლამინე იამალი გაიყვანა.
მხოლოდ 3-მა ლეგენდამ - რობერტო ბაჯომ, რუდ გულიტმა და პაველ ნედვედმა არ მიანიჭა იამალს პირველი პოზიცია, სამივე მათგანის ფავორიტი დეზირე დუე გახდა. მეტიც, გულიტის სამეულში იამალი საერთოდ ვერ მოხვდა.
ვინ ვის მისცა ხმა?
ბაჯო - დეზირე დუე, ჟოაო ნევეში, ლამინე იამალი
მესი - ლამინე იამალი, დეზირე დუე, პაუ კუბარსი
რონალდინიო - იამალი, დუე, ესტევაო
ზიდანი - იამალი, დუე, ნევეში
რონალდო - იამალი, დუე, ესტევაო
ბენზემა - იამალი, დუე, ნევეში
ბელანოვი - იამალი, ნევეში, ესტევაო
ბლოხინი - იამალი, დუე, ნევეში
კანავარო - იამალი, დუე, ნევეში
ფიგუ - იამალი, დუე, ნევეში
გულიტი - დუე, ჰუისენი, კუბარსი
კაკა - იამალი, დუე, ჰუისენი
მათეუსი - იამალი, ესტევაო, ილდიზი
მოდრიჩი - იამალი, ნევეში, დუე
ნედვედი - დუე, იამალი, ილდიზი
ოუენი - იამალი, დუე, ნევეში
პაპინი - იამალი, დუე, როდრიგო მორა
რივერა - იამალი, დუე, ილდიზი
რივალდო - იამალი, ესტევაო, ნევეში
როდრი - იამალი, დუე, ნევეში
რუმენიგე - იამალი, დუე, ჰუისენი
ზამერი - იამალი, დუე, ნევეში
შევჩენკო - იამალი, დუე, ნევეში
სიმონსენი - იამალი, დუე, კუბარსი
სტოიჩკოვი - იამალი, ილდიზი, დუე
ვან ბასტენი - იამალი, დუე, ნევეში
ვეა - იამალი, დუე, ნევეში
Back-to-back Kopa Trophy, Lamine Yamal! 🤩#ballondor pic.twitter.com/qkmpjZyEE9
— Ballon d'Or (@ballondor) September 29, 2025