Belive

ვინ არის პიროვნება, რომელსაც ლეო მესის დაინფიცირებაში ადანაშაულებენ?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლიონელ მესისთვის 2022 წელი არცისე პოზიტიურად დაიწყო. "პარი სენ-ჟერმენის" მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 7 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს კიდევ სამ თანაგუნდელთან ერთად, კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც ცნობილი ხდება, ლეო მესის კოვიდინფიცირების წყარო არგენტინელი დიჯეი ფერ პალასიოა, რომელსაც სოციალურ ქსელში ნეგატიური კომენტარებით ამკობენ და მკვლელსაც კი უწოდებენ. თავად დიჯეი ამ ბრალდებას უარყოფს და წერს, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს COVID19 მისგან არ გადასდებია. 34 წლის ფეხბურთელი იძულებული გახდა მშობლიურ როსარიოში დარჩენილიყო, რათა თვითიზოლაციის პროტოკოლი დაიცვას. 31 წლის მუსიკოსმა Instagram-ზე საშობაოდ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ლეო მესისთან ერთად იმყოფებოდა, წარწერით: "მე უდიდეს ადამიანთან ერთად ვიცეკვე, მადლობა მესის ოჯახს მოწვევისთვის". მან მოგვიანებით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს რომ COVID19-ზე მისი ტესტი უარყოფითია.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Fer Palacio (@ferpalaci0)

"ტვიტერზე მე ვარ პოპულაურლი, რადგან მესის COVID19-ზე დადებითი ტესტირება გამოუვიდა. მეუბნებიან, რომ მე დავაინფიცირე. "მკვლელსაც" მეძახიან. ბევრი ძალიან ცუდი პირადი შეტყობინებები მაქვს. გუშინ გავიკეთე ტესტი, რადგან ურუგვაიში მიწევს გამგზავრება და COVID19 არ მაქვს", - წერს პალასიო Instagram-ზე.
მესის კარანტინის პერიოდის სრულად დასრულება და შემდეგ ტესტის უარყოფითი პასუხის მიღებამდე დაცდა მოუწევს, რათა საფრანგეთში დაბრუნდეს. სავარაუდოდ იგი მოედანზე დაბრუნებას იანვრის მეორე ნახევრამდე ვერ მოახერხებს.  

სხვა სტატიები