"ვიმედოვნებ მის შესაჩერებლად რაიმე გზას ვიპოვით" - ჟრინსკის მწვრთნელი გიორგი გულიაშვილზე
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, გიორგი გულიაშვილის "სარაევო" უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს, ისინი კონკურენტს, პირველადგილოსან "ჟრინსკის" დაუპისპირდებიან. ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 10 გოლით გიორგი გულიაშვილია.
სწორედ ქართველ ფეხბურთელზე დაუსვეს კითხვა "ჟრინსკის" მწვრთნელ მარიო ივანკოვიჩს, როგორ გააჩერებს გულიაშვილს "ჟრინსკი"? რაზეც მან მოკლედ უპასუხა:
გულიაშვილი "ველეჟში" იჯარით ყოფნის დროს ნამდვილად უკეთესად ათამაშდა და "სარაევოში" ასპარეზობა კიდევ უკეთესი რიტმით გააგრძელა. ის სწრაფი, ძლიერი და ტექნიკურად გამართული მოთამაშეა. ჩვენ მხოლოდ ოთხი გოლი გავუშვით, დაცვაში მყარად გამოვიყურებით, ჩვენი მეკარეებიც შესანიშნავად თამაშობენ და ვიმედოვნებ მის შესაჩერებლად რაიმე გზას ვიპოვით. - მარიო ივანკოვიჩი - "ჟრინსკის" მთავარი მწვრთნელი
"სარაევო" ბოსნიის ჩემპიონატში 27 ქულით მეორე ადგილზეა (8 მოგება, 3 ფრე, 0 მარცხი), კონკურენტი, პირველადგილოსანი "ჟრინსკი" კი 31 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მატჩი დღეს 21:00 საათზე გაიმართება.
გიორგი გულიაშვილი 10 გოლით ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, მას ასევე 3 საგოლე გადაცემაც აქვს გაკეთებული.