Belive

ვილიარელთან გასამართი შეხვედრის წინ სიმეონემ ალვარესზე ისაუბრა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

დიეგო სიმეონემ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის ფარგლებში ატლეტიკოსა და ვილიარეალის დაპირისპირებამდე მედიასთან ისაუბრა.

ესპანური გაზეთ „Marca“-ს ინფორმაციით, არგენტინელმა მწვრთნელმა ხულიან ალვარესის სიტუაციაზე პირდაპირ ისაუბრა:

„ალვარესის სიტუაციასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს, ჩემთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჩვენ მის გვერდით ვიქნებით და სპორტული თვალსაზრისით მასზე ვიზრუნებთ. რატომ? იმიტომ, რომ ის ჩვენი ფეხბურთელია და სანამ ალვარესი ატლეტიკოში იქნება, მე მას დავიცავ“ - დიეგო სიმეონე

ვილიარეალთან მატჩისთვის შემადგენლობის შესახებ სიმეონემ დაადასტურა:


„დიახ, ალვარესი ხვალინდელი მატჩის განაცხადში იქნება. ის ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს. ვილიარეალთან რთული შევედრა გვექნება, რადგან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ჩვენ ჯერ კიდევ იმ ეტაპზე ვართ, როცა ფეხბურთელების სათამაშო წუთებისა და ფიზიკური დატვირთვის კონტროლი გვჭირდება, მაშინ როცა მეტოქე გუნდებს ეს პრობლემა არ აქვთ.“ - დიეგო სიმეონე

კითხვაზე, როგორია ალვარესის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, არგენტინელმა უპასუხა:

„ის მაქსიმალურად კარგად მუშაობს და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს. ეჭვი არ მეპარება იმ სტრატეგიაში, რომელიც კლუბთან ერთად ავირჩიეთ - ჩვენი მიზანი ძლიერი გუნდის აშენებაა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ვილიარეალთან მატჩი უნდა იყოს და არა სხვა საკითხი. სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული“ - დიეგო სიმეონე