Belive

"ხვალ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, შანს ყველა ფეხბურთელი იმსახურებს" - ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარევი ეტაპის მეორე ტურის წინ, პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის მოახლოებულ შეხვედრასა და მეტოქის ძალებზე.
"შვედეთის ნაკრები ძლიერი გუნდია, თუმცა ხვალ, პოტენციურად ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. მინდა საბერძნეთის ნაკრებს მათთან მოპოვებული ქულა მივულოცო. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ბერძნები თავს კარგად იცავდნენ, თუმცა თუ ჩავხედავთ, რომ ბურთის ფლობა 80/20-ზე იყო ესპანელების სასაგებლოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანგარიში მატჩის შესაბამისი ​ არ ყოფილა. ყოველთვის ფავორიტი გუნდი არ იმარჯვებს. წინა შეხვედრაში, გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. 90 წუთის განმავლობაში მაქსიმუმი გავიღეთ, მაგრამ ქულა ვერ მოვიპოვეთ. მეტოქემ გვაჯობა, რადგან მათ მეტი გოლი გაიტანეს. ვისურვებდი, რომ ის სათამაშო დისციპლინა, რომელიც შევდეთის წინააღმდეგ ვაჩვენეთ, შემდეგ შეხვედრებშიც გაგრძელდეს.  კორონავირუსის პანდემიის გამო, მოგეხსენებათ მჭიდრო პერიოდში გვიწევს მატჩების ჩატარება, სწორედ ამიტომაც ვიძახებთ დიდი რაოდენობით ფეხბურთელებს, რთულია დღეს ვთქვა, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, შანსი ყველას მიეცემა.   ზურაბ ხიზანიშვილთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მისგან ბევრ ინფორმაციას ვიღებ. ის მე ბევრ საინტერესო რამეს მეუბნება, მათ შორის იმას, თუ რა იწერება პრესაში და რას ფიქრობს მედია ჩვენს შესახებ. ვცდილობ, უფრო მეტად სასიამოვნო ინფორმაციას გავეცნო", - თქვა სანიოლმა.
საქართველოს ნაკრები 43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით თბილისში პირველად 28 მარტს, ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები