Belive

ვიერი: ,,არაბეთის საფეხბურთო ლიგა 5-10 წლის შემდეგ, შეიძლება, მსოფლიოში ყველაზე დიდი გახდეს''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტიან ვიერიმ, საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პერსპექტივებზე ისაუბრა:

,,თუ საუდის არაბეთის ხელისუფლებას სურს, რომ მათი ლიგა მსოფლიოში უდიდესი იყოს, ვფიქრობ, ეს 5-10 წლის შემდეგაა შესაძლებელი. მათ ბევრი ფული აქვთ და ახალი სტადიონებისა და სავარჯიშო ბაზების მშენებლობა დაიწყეს.

ამ ყველაფერს დრო დასჭირდება, რადგან მუშაობა სულ ახლახან დაიწყეს, მაგრამ არაბეთში უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს, რომელმაც გასულ წელს 54 გოლი გაიტანა. ის ყოველთვის თამაშობს და საკუთარ სხეულზე წარმოუდგენლად ზრუნავს - ასე რომ, ჩემპიონატის წინსვლისთვის მასზე უკეთეს ფეხბურთელს ვერავინ ნახავდა.

ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ლიგაა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებს.'' - კრისტიან ვიერი

დღეს საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ,,ინტერი'' და ,,ნაპოლი'' ხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები