Belive

"ვეცდებით, რომ გულშემატკივრის მოლოდინი გავამართლოთ" - გიორგი გულიაშვილი

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

27 ივნისს, “დინამო არენაზე”, საქართველოს U21 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენს გუნდს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

ნიდერლანდებთან გასამართი პრინციპული მატჩის წინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ და ნაკრების შემტევმა გიორგი გულიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი გულიაშვილი: "მიზანთან ახლოს ვართ. მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ემოციით და შემართებით, რაც გასულ შეხვედრებში გვქონდა, დასახულ მიზანს მივაღწევთ. განწყობა ამაღლებულია - ის ემოციები, რაც გასულ შეხვედრაში მივიღეთ, მნიშვნელოვანი იყო. გუნდში მყოფი თითოეული ფეხბურთელი მზად ვართ 90 წუთის სათამაშოდ.

გასულ მატჩებში სტადიონზე დაუვიწყარი ატმოსფერო იყო. გულშემატკივარს ძალიან დიდი ძალა აქვს და იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ჩვენს გვერდით იდგნენ. დარწმუნებული ვარ, ხვალაც სავსე სტადიონზე მოგვიწევს თამაში და ვეცდებით, რომ გულშემატკივრის მოლოდინი გავამართლოთ".

შეგახსენებთ, საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩი, 27 ივნისს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე გაიმართება.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

სხვა სტატიები