Belive

ვესტ ჰემმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ვესტ ჰემმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა. პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბში 2025 წელს დაინიშნა და სწორედ მისი მწვრთნელობის პერიოდში დაქვეითდა ვესტ ჰემი ჩემპიონშიპში.

გუნდი აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:

ჩემპიონშიპის სეზონის დასაწყისის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, დირექტორთა საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ცვლილება აუცილებელია, რათა კლუბის მიზნებისა და მოლოდინების შესრულება უზრუნველყოფილი იყოს.

კლუბს ასევე ტოვებენ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რუი პედრო სილვა და მეკარეების მწვრთნელი რუი ბარბოსა. - ვესტ ჰემის განცხადება

ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ ვესტ ჰემი 2025 წლის სექტემბერში ჩაიბარა, მას შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდს 53 შეხვედრაში უხელმძღვანელა და 20 გამარჯვება მოიპოვა, 13-ში ფრედ ითამაშა, ხოლო 20-ში დამარცხდა.

52 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა 2012 წელს რიო ავეში დაიწყო, მას შემდეგ ის ჯერ ვალენსიაში მუშაობდა, შემდეგ იყო პორტუში, ვულვზში, ტოტენჰემში, ალ იტიჰადში, ნოტინგემ ფორესტსა და ვესტ ჰემში.