Belive

ვესტ ჰემი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვესტ ჰემი" ევროპა ლიგის მეორე ტურში "ფრაიბურგთან" გამარჯვების შემდეგ, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

კერძოდ კი, "ვესტ ჰემ იუნაიტედი" პირველი ინგლისური გუნდია, რომელმაც ევროტურნირებზე 17 მატჩი (კვალიფიკაციის ჩათვლით) წაუგებლად გაიარა. ეს ყველაფერი კი გასული სეზონის დაწყებიდან დღემდე მოხდა. 

შეგახსენებთ, რომ "ვესტ ჰემმა" 2022/2023 წლების სეზონში "კონფერენს ლიგა" მოიგო. მათ ფინალში "ფიორენტინა" 1:2 დაამარცხეს. 

წელს კი, ევროპის ლიგაზე A ჯგუფში ასპარეზობენ და 2 ტურის შემდეგ მათ ანგარიშზე 2 გამარჯვებაა.

სხვა სტატიები