ვერატი იტალიის ნაკრებზე: ,,ზედიზედ 3 მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება უკვე ძალიან ზედმეტი იქნება''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ალ-დუჰაილის ნახევარმცველს, მარკო ვერატის, ჰკითხეს, შეძლებს თუ არა იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას:
,,იმედი მაქვს, შევძლებთ, რადგან ზედიზედ 3 მუნდიალის გამოტოვება ძალიან ზედმეტი იქნება. ტურნირში მონაწილეობა უკვე მთელ თაობებს არ მიუღიათ, ჩემს შვილებს იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ არ უნახავთ.
რთული იქნება, რადგან მაშინაც კი, როცა გასვლა ვერ შევძელით, ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ჩანდა. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? 37-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, შემდეგ კი მუნდიალზე ვერ გავედით.
დღეს გყვავს მწვრთნელი, რომელსაც წარმატების დიდი სურვილი აქვს და ამას ფეხბურთელებსაც გადასცემს. თითქმის გარდაუვალია, რომ თამაში პლეი-ოფში მოგვიწევს, შემდეგ კი მარტში 2 მატჩისთვის მზად უნდა ვიყოთ. იმედია, იღბალი ჩვენკენ იქნება.'' - მარკო ვერატი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 6 ტურის შემდეგ, იტალია 15 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა და ლიდერ ნორვეგიას 3 ქულით ჩამორჩება.
ჯენარო გატუზოს გუნდი შესარჩევი ეტაპის დასკვნით 2 შეხვედრას მოლდოვისა და ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.