Belive

ვენგერმა სალაჰი მესის შეადარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მოჰამედ სალაჰის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ფრანგი სპეციალისტი აღფრთოვანებულია "ლივერპულის" ვარსკვლავის თამაშით და მას სრულყოფილ ფეხბურთელად მოიხსენიებს. მიმდინარე სეზონში, მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირზე 13 გოლის გატანა შეძლო და "ლივერპულის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. სალაჰის გამორჩეული ასპარეზობა არსენ ვენგერს უყურადღებოდ არ დარჩენია. "სალაჰის ევოლუციით აღფრთოვანებული ვარ. იგი იდეალურად ირგებს გამთამაშებლის როლსაც. მეტოქის საჯარიმოსთან სალაჰი უამრავ შანსებს ქმნის - "მონტერეის" წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს, სალაჰი მესის წააგავდა. სალაჰი გავდა ფეხბურთელს, რომელსაც არა მხოლოდ ბევრი გოლი გააქვს, არამედ საგოლე გადაცემებით თანაგუნდელებსაც ამარაგებს." "იგი სრულყოფილი ფეხბურთელია. სალაჰი სწორედ იმ ტიპის ფეხბურთელია, რომლის თამაშითაც ნებისმიერი გულშემატკივარი იხიბლება", - აღნიშნა არსენ ვენგერმა.

სხვა სტატიები