Belive

ვეგჰორსტი: ,,მესისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, მაგრამ მან უხეში სიტყვებით მომმართა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვაუტ ვეგჰორსტმა, ლეო მესისთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა:

,,თამაშის შემდეგ, მესისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, რადგან მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა ლეოს ჩემთან საუბარი არ სურდა.

ესპანური კარგად არ ვიცი, მაგრამ მან უხეში სიტყვები მითხრა, რითაც ძალიან იმედგაცრუებული ვარ,'' - ვეგჰორსტის სიტყვებს Marca ციტირებს.

მესიმ მატჩის შემდეგ, ინტერვიუს მიცემისას, ვეგჰორსტს სულელი უწოდა. ჟურნალისტმა არგენტინელ ვარსკვლავს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა.

,,ალბისელესტეს” მეტოქე ნახევარფინალში ხორვატია იქნება. შეხვედრა სამშაბათს, 13 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები