Belive

ვატო არველაძე: "მინდა ჩემი საგვარეულოს ისტორია გავაგრძელო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფორმაში დავბრუნდე"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ვატო არველაძემ, რომელიც ბაქოს "ნეფთჩის" რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, აზერბაიჯანულ გამოცემა ​azerisport.com-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა, მათ შორის გუნდთან ადაპტაციის, სოლომონ კვირკველიას ფაქტორის და მისი საფეხბურთო ოჯახის შესახებ ისაუბრა.
"ძალიან მომწონს, რომ ქვეყნის უდიდეს კლუბში მიწევს ყოფნა. ადაპტაციას სწრაფად გავდივარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფორმაში სწრაფად დავბრუნდე. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. ახლა ყველაფერს ვაკეთებ, რომ დავუბრუნდე ჩემს საუკეთესო ფორმას და ყველას ვაჩვენო, თუ რა შემიძლია გავაკეთო გუნდისთვის მოედანზე. თურქეთში პირველი წელი "კარაგუმრუქთან" ერთად არ იყო ცუდი, უბრალოდ, ამის შემდეგ ტრავმა მივიღე და ცოტა გამიჭირდა გამოჯანმრთელება. მაგრამ ახლა აქ ვარ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო და "ნეფთჩის" დავეხმარო. დაუყოვნებლივ დავთანხმდი ამ შესაძლებლობას. სოლომონ კვირკველიას ველაპარაკე, კლუბის შესახებ ბევრი კარგი რამ მითხრა და გადავწყვიტე, აქ ჩამოვსულიყავი. ის მეხმარება უფრო სწრაფად ადაპტაციაში. ის შესანიშნავი ბიჭია და ასევე ძალიან კარგი ფეხბურთელი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე დიდი პატივია არველაძეების ოჯახის წარმომადგენლობა. იმიტომ, რომ მათ ფეხბურთში ბევრი საოცარი რამ გააკეთეს. მეც მინდა ისტორიაში ჩასვლა, საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული და ვიცი, რომ წარმატებას მივაღწევ", - თქვა 24 წლის ფეხბურთელმა.
არველაძემ აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ტურში, "კაპაზის" წინააღმდეგ - 5:2 მოგებულ შეხვედრაში (პირველი გოლი სოლომონ კვირკველიამ გაიტანა) სადებიუტო მატჩი ჩაატარა და მოედანზე 14 წუთი გაატარა.

სხვა სტატიები