Belive

ვან დერ ვაარტი იამალს: "ნუ ინერვიულებ ყოფილი ფეხბურთელის აზრზე, რომელიც ზედმეტად მსუქანია"

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, ესპანეთმა ნიდერლანდები თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვა - ავტომატურად კი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში, ესპანეთის ნაკრები ჩვენს ჯგუფში ჩაჯდა.

მატჩამდე ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა - რაფაელ ვან დერ ვაარტმა, ლამინე იამალზე ისაუბრა და მას უჩვეულოდ "უკბინა".

"იამალი ბოლო დროს ცოტათი მაღიზიანებს, მას შორტები სულ ძალიან დაბლა აქვს ჩამოწეული და ეს საერთოდ არ მომწონს" - ვან დერ ვაარტი

გოლის გატანის შემდეგ კი ლამინე იამალმა ვან დერ ვაარტის დასანახად სპეციალურად შორტები კიდე უფრო დაბლა ჩამოიწია და გოლი ასე აღნიშნა. მატჩის შემდეგ კი პოსტი შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: "შორტები დაბლა, გატანილი გოლი, გაფუჭებული პენალტი, მაგრამ ნახევარფინალი. ჰეჰეჰეჰეჰე, დიდება ესპანეთს"

ამ ყველაფერზე კი ვან დერ ვაარტმა, ლამინე იამალს კვლავ უპასუხა.

"მინდა, რჩევა მივცე ლამინე იამალს.. ნუ ინერვიულებს ყოფილი ფეხბურთელის აზრზე, რომელიც ზედმეტად მსუქანია. მისი ინსტაგრამ პოსტი არ მაწუხებს. ჩემთვის ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ის თავმდაბალ ფეხბურთელად დარჩება." - ვან დერ ვაარტი

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას გამართავს. "ფურია როხა" 1/2-ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - მატჩი 5 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები