Belive

ვან ბასტენი: "მესი ტოპ სამ ფეხბურთელს შორის არ არის"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარკო ვან ბასტენი საკმაოდ არაპოპულარულ აზრს აფიქსირებს. მისი აზრით, არგენტინელი ლიონელ მესი საუკეთესო სამ ფეხბურთელში არ შედის.  მესიმ თავის ბრწყინვალე კარიერაში  შვიდი ოქროს ბურთი მოიგო, ასევე კლუბისა და ქვეყნისთვის 800-ზე მეტი გოლი გაიტანა. 34 წლის ფეხბურთელი 15 წლის განმავლობაში წარმოუდგენელ დონეზე თამაშობდა. მაგრამ ვან ბასტენისთვის, რომელმაც სამი ოქროს ბურთი მოიგო,  მესი საუკეთესო სამეულშიც კი, არ შედის. " პელე მარადონა და იოჰან კრუიფი. ჩემთვის ისინი არიან საუკეთესონი." - განაცხადა ნიდერლანდელმა France Football- თან საუბრისას.
"ბავშვობაში მინდოდა კრუიფის მსგავსი ვყოფილიყავი. ის ჩემი მეგობარი იყო და მენატრება. პელე და მარადონაც წარმოუდგენლები იყვნენ. მესიც  შესანიშნავი მოთამაშეა, თუმცა მარადონას ყოველთვის მეტი ავტორიტეტი ჰქონდა გუნდში. მესი არ არის ის, ვინც თავს წინა ფრონტზე აყენებს ომში წასასვლელად."
მიუხედავად მისი ამ განცხადებისა, მესის მიმართ, მილანის ლეგენდა ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რონალდუ მესიზე უკეთესია, "ფეხბურთის შესახებ არაფერი იციან". "აიაქსის" ყოფილი მწვრთნელი  ცნობილია, სკანდალური გამონათქვამებით. რამდენიმე ხნის წინ მან თქვა, რომ გულშემატკივრებს ურჩევნიათ უყურონ "ნეტფლიქსს", ვიდრე მადრიდის ატლეტიკოს თამაშის.  

სხვა სტატიები