Belive

ვალვერდემ ხელი დაარტყა ფეხბურთელს, რომელმაც ცოლის გართულებულ ორსულობაზე ბოროტად იხუმრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალისა'' და ,,ვილიარეალის'' შეხვედრის შემდეგ, ფედერიკო ვალვერდემ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, ალექს ბაენას ავტოსადგომზე სახეში ხელი დაარტყა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ იანვარში, ესპანეთის თასის მატჩში დაიწყო, როცა ბაენამ თამაშის დროს ვალვერდეს წინააღმდეგ იუხეშა და უთხრა: ,,იტირე ახლა, შენი შვილი რომ არ დაიბადება.'' ურუგვაელის გარემოცვის ცნობით, ,,ვილიარეალის'' შემტევმა მსგავსი რამ გუშინდელ მატჩშიც გაიმეორა.

წლის დასაწყისში ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვალვერდეს მეუღლე, მინა ბონინო მუცლის მოშლის საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

,,ვილიარეალს'' გუშინდელი ინციდენტის ამსახველი კადრები აქვს და, შესაძლოა, ბაენამ ფიზიკური თავდასხმის შესახებ პოლიციას შეატყობინოს.

თავად ვალვერდემ თანაგუნდელებს უთხრა, რომ მისი საქციელით არ ამაყობს, თუმცა ეს საკუთარი ოჯახისთვის გააკეთა.

სხვა სტატიები