Belive

ვალერი ფილატოვი: "მალხაზ ასათიანი ლონდონის არსენალში არ გავუშვი"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, რომ მალხაზ ასათიანით ლონდონის "არსენალი" ინტერესდებოდა. ასათიანი არსენალში ვერ გადავიდა და ფილატოვი ამბობს, რომ სწორედ მას არ სურდა მალხაზის ლონდონში გადაბარგება. მისი აზრით, ეს შეცდომა იყო და "დამნაშავეა" ქართველი ფეხბურთელის წინაშე:

ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა, ზურაბ ხინიკაძემ მითხრა, რომ ლონდონის არსენალი ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებდა ასათიანის შესაძენად, მე კი ვთქვი, არაა საჭირო, მოდი მოვიცადოთ... ჩემი გუნდის დაცვის ცენტრი მალხაზზე იყო დამიკიდებული და მისი გაშვება არ მინდოდა. ეს ჩემი დიდი შეცდომაა, ასათიანის წინაშე დამნაშავე ვარ. არ შეიძლება ხელი შეუშალო ფეხბურთელს, რომელსაც ახალ დონეზე გადასვლა უნდა და შეუძლია - ციტირებს ფილატოვის სიტყვებს "სპორტ-ექსპერსი"

მალხაზ ასათიანი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. საკლუბო დონეზე მას ქუთაისის ტორპედოში (1999-2003) და მოსკოვის ლოკომოტივში (2003-2010) უთამაშია, 2008-2009 წლებში ის 1 წლით, იჯარის წესით, კიევის "დინამოშიც" თამაშობდა.