Belive

ვალენსიას პირველი ქულა მიმდინარე სეზონში

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "ვილიარეალს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 24-ე წუთზე უგო დურომ ანგარიში გახსნა, 45+3 წუთზე კი აიოზე პერესმა ანგარიში გაათანაბრა.

ქართველ ფეხბურთელს Sofascore-მა 6.5 შეფასება დაუწერა, გიორგი ბურთს 34-ჯერ შეეხო, 26 გადაცემა გააკეთა და 22 ზუსტი იყო (85%), მას ასევე 1 სეივი ჰქონდა.

Whoscored-მა გიორგი მამარდაშვილს 5.9 შეფასება დაუწერა.

ამ მატჩის შემდეგ სანაკრებო შესვენებაა და გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება, ჯერ 7 სექტემბერს ჩეხეთთან, შემდეგ 10 სექტემბერს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

კლუბში დაბრუნების შემდეგ "ვალენსია" მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვდება. მატჩი 15 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები