Belive

ვალენსიას გულშემატკივარი, რომელიც რეალთან მატჩის დროს ცუდად გახდა, გარდაიცვალა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ, ,,მესტალიაზე'', ,,ვალენსიასა'' და ,,რეალის'' შეხვედრის დროს, ,,ღამურების'' გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა. ქომაგი სტადიონიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ,,ვალენსიას'' გულშემატკივრის გარდაცვალების შესახებ, რომელიც გუშინ ,,მესტალიიდან'' საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამძლეობა მის ოჯახსა და მეგობრებს,'' - წერია ,,ვალენსიას'' ტვიტერის გვერდზე.

ლა ლიგის 35-ე ტურში ,,ვალენსიამ'' მადრიდის ,,რეალს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილის გუნდი 40 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები