ვალენსიამ უშუალო კონკურენტი დაამარცხა | მამარდაშვილის მე-5 მშრალი კარი სეზონში
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 23-ტურში "ვალენსიამ" "ლეგანესს" უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. ვალენსიელებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 3 ქულა იყო, რადგან ცხრილში უშუალო კონკურენტს ეთამაშებოდნენ.
მართალია, ამ გამარჯვების შემდეგ ვალენსია ისევ გასავარდნ ზონაშია (მე-18) და ლეგანესთან ადგილი არ გაუცვლია, თუმცა "ღამურებმა" 22 ქულა მოოაგროვეს და მე-15 ადგილის ჩათვლით გუნდებთან სულ რაღაც 1 ქულაში არიან. ვალენსიასთვის დადებითი ტენდენცია შეინიშნება და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა გუნდი გავარდნას გადაურჩეს.
ლა ლიგის ბოლო 4 თამაშიდან ვალენსიამ 3 მოიგო და 9 ქულა დააგროვა, რაც საშინელი სტარტის გათვალისწინებით მშვენიერი შედეგია. მამარდაშვილმა 4-ჯერ მოიგერია სტუმართა დარტყმული ბურთი, კარი მშრალად კი სეზონში მეხუთედ შეინახა.
— LALIGA (@LaLiga) February 9, 2025