ვალენსია VS რეალის მსაჯი მინიმუმ ორი შეხვედრით დასაჯეს
ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში, "ვალენსიამ" მესტალიაზე მადრიდის "რეალი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის სკანდალური მომენტი მთავარი არბიტრის, ხესუს ხილ მანსანოს საფინალო სასტვენს დაემთხვა.
მატჩის 99-ე წუთზე, მადრიდელებმა საჯარიმოში ჩააწოდეს, ჯუდ ბელინგემმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მამარდაშვილს გამარჯვების გოლი გაუტანა, თუმცა მსაჯმა გოლი გააუქმა. საქმე იმაშია, რომ მანსანომ საფინალო სასტვენი მაშინ გამოიყენა, როდესაც ვალენსიას საჯარიმოსკენ გაგზავნილი ბურთი ჯერ კიდევ ჰაერში იყო.
არბიტრის გადაწყვეტილებამ სამეფო კლუბის ფეხბურთელებისა და მწვრთნელის გაღიზიანება გამოიწვია, ფეხბურთელები მსაჯს შემოეხვიენ და ახსნა-განმარტებას სთხოვდნენ. არასპორტული საქციელისთვის ჯუდ ბელინგემმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. Archivo VAR-ის ცნობით, ესპანეთის მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა, (CTA) მანსანოს ლა ლიგის მატჩებში მუშაობა დროებით შეუჩერა. მსაჯი არ მიიღებს მონაწილეობას მინიმუმ ორ ტურში - დისკვალიფიკაცია ეხება VAR-ზე მუშაობასაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ხილ მანსანომ შეცდომა თავად აღიარა და მომხდარის შედეგებზე პასუხისმგებლობა აიღო.
🔴💥 #NoticiaAV | Gil Manzano es consciente de su error y acata la decisión del CTA.https://t.co/xXsiEs41XU
— Archivo VAR (@ArchivoVAR) March 5, 2024