UEFA-ს ერთა ლიგის C-დივიზიონის C-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, ბულგარეთი საქართველოს დაუპირისპირდა. რაზგრადში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 2:5 დასრულდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. ბულგარეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 6 ქულით, C-ჯგუფის სათავეში იმყოფება.
მატჩის დასრულების შემდეგ, ვაკო ყაზაიშვილმა აღნიშნა, რომ ბულგარეთში 3 ქულის მოსაპოვებლად ჩავიდნენ და ახლა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის უნდა მოემზადოს.